Bare Metal პროდაქტ მენეჯერი
UGT Cloud–ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროდუქტების მენეჯერს, რომელიც ჩაიბარებს და გაუძღვება ჩვენი გამოყოფილი სერვერების ინფრასტრუქტურისა (BMS) და მონაცემთა სანახი სერვისების ჯგუფს, იმ მიზნით რომ უზრუნველყოს UGT Cloud-ის კონკურენტუნარიანობის, ბაზრის წილისა და შემოსავლების გრძელვადიანი ზრდები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პროდუქტების განვითარების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა და განხორციელების უზრუნველყოფა
- ბაზრის, კონკურენტული შეთავაზებებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი
- ახალი პროდუქტების და ფუნქციონალის შექმნა, არსებული შეთავაზებების გაუმჯობესება
- გუნდებს შორის (ინჟინერია, ოპერაციები, გაყიდვები, მარკეტინგი) კოორდინაცია და წარმართვა
- პროდუქტის გაშვების და ოპერირების პროცესებში ჩართულობა
- პროდუქტების ეფექტურობის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი
- Bare Metal პროდუქტების სტანდარტების განსაზღვრა (SKU, კონფიგურაციები, ფასები)
- საჭირო აპარატურის შერჩევა, შეძენა და მარაგების კონტროლის უზრუნველყოფა
- ვენდორებთან ურთიერთობა, ტექნიკური და საფასო პირობების შეთანხმება
- ჩართულობა კლიენტების მხრიდან პროდუქტებით დაინტერესება-შერჩევის პროცესში
- მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების გატარება
- ინდუსტრიული ტენდენციების მონიტორინგი და ინოვაციების დანერგვა
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
- ფიზიკური სერვერებისა და სანახი სისტემების ტექნიკურ-საინჟინრო ცოდნა
- გამოცდილება აპარატურის შერჩევა, შესყიდვასა და მომწოდებლებთან მუშაობაში
- უნარი, განსაზღვროს პროდუქტის ხედვა, შეიმუშავოს სტრატეგია და განვითარების საგზაო რუკა
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან
- დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების ფორმალიზების გამოცდილება
ენები
- ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგად ცოდნა
სამუშაო გამოცდილება
- 3–5 წლიანი გამოცდილება, სასურველია IT / Cloud სფეროში და Product Manager / Product Owner პოზიციაზე
დასაქმების პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
რატომ UGT Cloud?
- UGT Cloud ქართული ბაზრის ლიდერია და ეს არის შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ და სწრაფად მზარდ სფეროში
- საინტერესო პროექტები, მოწინავე ტექნოლოგიები და პროფესიონალების გვერდით მუშაობის შესაძლებლობა
- პროფესიული განვითარება, შესაძლებლობა დაეუფლო ახალ ცოდნებს და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკაცია
- კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები მიღწევებზე, ჯანმრთელობის დაზღვევა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენს შესახებ ინფორმაცია (CV და სამოტივაციო წერილი) მოგვაწოდოთ მისამართზე: vacancy@ugt.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!