ქლაუდ სერვისების პროდაქტ მენეჯერი
UGT Cloud–ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროდუქტების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ჩვენი საჯარო და კერძო ქლაუდ სერვისების პროდუქტების განვითარებას, იმ მიზნით რომ უზრუნველყოს კონკურენტუნარიანობის, ბაზრის წილისა და შემოსავლების გრძელვადიანი ზრდები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პროდუქტების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება
- ახალი პროდუქტების და ფუნქციონალის შექმნა, არსებული შეთავაზებების გაუმჯობესება
- გუნდებს შორის (ინჟინერია, ოპერაციები, გაყიდვები, მარკეტინგი) კოორდინაცია და წარმართვა
- პროდუქტის გაშვების, ოპერირების და განვითარების პროცესის წარმართვა
- პროდუქტების ეფექტურობის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი
- პროდუქტების კატალოგის სტანდარტების განსაზღვრა (SKU, კონფიგურაციები, ფასები)
- ბაზრის, კონკურენტული შეთავაზებებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი
- ვენდორებთან ურთიერთობა, ტექნიკური და საფასო პირობების შეთანხმება
- ჩართულობა კლიენტების მხრიდან პროდუქტებით დაინტერესება-შერჩევის პროცესში
- მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების გატარება
- ინდუსტრიული ტენდენციების მონიტორინგი და ინოვაციების დანერგვა
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
- სხვადასხვა ქლაუდ პლატფორმების (AWS, Azure, OVH Cloud, Digital Ocean) და მათი სერვისების სიღრმისეული ცოდნა
- უნარი, განსაზღვროს პროდუქტის ხედვა, შეიმუშავოს სტრატეგია და განვითარების საგზაო რუკა
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან
- დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების ფორმალიზების გამოცდილება
ენები
- ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგად ცოდნა
სამუშაო გამოცდილება
- 3–5 წლიანი გამოცდილება, სასურველია IT / Cloud სფეროში და Product Manager / Product Owner პოზიციაზე
დასაქმების პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
რატომ UGT Cloud?
- UGT Cloud ქართული ბაზრის ლიდერია და ეს არის შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ და სწრაფად მზარდ სფეროში
- საინტერესო პროექტები, მოწინავე ტექნოლოგიები და პროფესიონალების გვერდით მუშაობის შესაძლებლობა
- პროფესიული განვითარება, შესაძლებლობა დაეუფლო ახალ ცოდნებს და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკაცია
- კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები მიღწევებზე, ჯანმრთელობის დაზღვევა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენს შესახებ ინფორმაცია (CV და სამოტივაციო წერილი) მოგვაწოდოთ მისამართზე: vacancy@ugt.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!