იუჯითი ქლაუდ გადაწყვეტების ინჟინერი

UGT Cloud–ის გუნდში ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პიროვნებას, რომელიც წარმართავს მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისი ქლაუდ სერვისების შერჩევის პროცესს, ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან და გაუწევს მათ მხარდაჭერას ტექნიკური გადაწყვეტების ნაწილში; გარკვეული იქნება UGT ქლაუდ სერვისების დეტალებში და მონაწილეობას მიიღებს ახალი სერვისების და პროდუქტების შემუშავებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მყიდველების მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტების შემუშავება UGT ქლაუდ პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით
  • შეთავაზების ტექნოლოგიურ-ფუნქციონალური ნაწილის მომზადება და დამკვეთებზე პრეზენტირება
  • კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა დამკვეთების UGT ქლაუდ სერვისების შეძენაში დარწმუნების მიზნით
  • მონაწილეობის მიღება UGT Cloud პროდუქტებისა და შაბლონური გადაწყვეტების შემუშავება განვითარების პროექტებში და ტექნიკური კონტენტის შექმნა მარკეტინგულ აქტივობებში გამოსაყენებლად

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

  • IT სისტემების და ინფრასტრუქტურების მოწყობის კარგად ცოდნა: სერვერები, მონაცემთა სანახები, ქსელები, ვირტუალიზაცია, მონაცემთა რეზერვირება, უსაფრთხოება
  • საჯარო ქლაუდ პლატფორმების (AWS / Azure / GCP..) საბაზისო ცოდნა

ენები

  • ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)

სამუშაო გამოცდილება

  • სასურველია IT სისტემური / ქსელური ადმინისტრატორის ან IT მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2 - 4 წლიანი გამოცდილება
  • ალტერნატიულად, დასაშვებია IT კომპანიაში პრესეილს ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დასაქმების პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

რატომ UGT Cloud?

  • შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ და სწრაფად მზარდ ქლაუდ სფეროში
  • კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება / ხელფასი
  • 2x თვის ანაზღაურების მოცულობის პრემია - ამოცანებზე თავის გართმევის შესაბამისად
  • ანაზღაურების პერიოდული ზრდა დაგროვებული კვალიფიკაცია-გამოცდილების შესაბამისად
  • საინტერესო პროექტებზე და კომპეტენტურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
  • ხელშეწყობა პროფესიულ განვითარებაში, ტრეინინგები და სერტიფიკაცია
  • სამედიცინო დაზღვევის პაკეტი, ჩართვა Fitpass სისტემაში

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენს შესახებ ინფორმაცია (CV და სამოტივაციო წერილი) მოგვაწოდოთ მისამართზე: vacancy@ugt.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!